ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაცია განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს უწევს დახმარებას, სადაც საპენსიო სისტემები ახალი დანერგილია და, საპენსიო სქემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შესაბამის ტექნიკურ დახმარებას და კვლევების მომზადებას სთავაზობს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის 29 დეკემბრიდან საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOPS) მმართველი წევრი გახდა, ნათქვამია ბანკის ვებ-გვერდზე.

2018 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონი დაამტკიცა, რომლის თანახმად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.

ომის ვეტერანი, პენსიონერი მარინა არზუმანოვა - Sputnik საქართველო
პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი მიიღო

განხორციელებული საპენსიო რეფორმის შედეგად, სააგენტომ 2019 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება დაიწყო. დღეისათვის სქემაში 700 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, ფონდის მოცულობა კი 500 მილიონ ლარს აღემატება.

„IOPS-ს წევრობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას მისცემს, გაიზიაროს სხვა წევრი ქვეყნების მიერ საპენსიო ფონდების რეგულირების სფეროში დაგროვილი გამოცდილება", – ნათქვამია განცხადებაში.

IOPS 2004 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და საერთაშორისო საპენსიო რეგულატორების და ზედამხედველების ქსელის (INPRS) მიერ დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანია საპენსიო სისტემების ზედამხედველობის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესება და არსებული საპენსიო სქემების განვითარებისა და ოპერაციული ეფექტურობის გაღრმავება. ორგანიზაციაში 87 ქვეყნის წარმომადგენელია გაერთიანებული.

ორგანიზაცია განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს უწევს დახმარებას, სადაც საპენსიო სისტემები ახალი დანერგილია და, საპენსიო სქემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შესაბამის ტექნიკურ დახმარებას და კვლევების მომზადებას სთავაზობს.

ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მონაწილეობენ საპენსიო ზედამხედველობის პოლიტიკის შემუშავებასა და დიალოგში, მათ შორისაა OECD, მსოფლიო ბანკი, სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაცია (ISSA), დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF).

ყველა ახალი ამბავი
0