23:56 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (399)
74 0 0

გამოფენაში Food and Drink Expo 2020 მონაწილეობას მიიღებს კვების ინდუსტრიაში მოქმედი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 1500 კომპანია

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. კვების ინდუსტრიაში მოქმედი ქართული კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო გამოფენაში Food and Drink Expo 2020, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში 30 მარტიდან 1 აპრილამდე გასტანს, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ Facebook-გვერდზე.

მასშტაბური გამოფენა ყოველწლიურად 1500-მდე კომპანიას და 30 ათას ვიზიტორს აერთიანებს. შვიდასზე მეტი სტენდი მსოფლიო კვების მრეწველობაში არსებულ ყველა თანამედროვე ტენდენციას მოიცავს.

ქართულმა კომპანიებმა, რომლებსაც გამოფენაში მონაწილეობა სურთ, სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაცია 24 იანვრამდე უნდა გაიარონ.

გამოფენის საქმიანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სემინარების, პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების გამართვა, სადაც იმსჯელებენ სასურსათო დარგის მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე და აღნიშნული სფეროს სხვა აქტუალურ საკითხებზე.

Food and Drink Expo 2020 –  საერთაშორისო პლატფორმაა ათობით ქვეყნის კვების ინდუსტრიის ლიდერისთვის. მონაწილე კომპანიები ჩაატარებენ თავიანთი პროდუქციის პრეზენტაციებს, სტუმრებისთვის მოეწყობა დეგუსტაციები.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (399)

მთავარი თემები