სიახლე სესხის გამცემი სუბიექტებისთვის: ეროვნული ბანკი აკრძალვებს ასახელებს

© press-service of National Bank Of Georgia ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციების თანახმად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება.  

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

ბანკომატები - Sputnik საქართველო
რამდენი მიკროსაფინანსო დახურა ეროვნული ბანკის რეგულაციამ 10 თვეში

კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს პირველი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების გამოყენება მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

ახალი რეგულაციების შემოღება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის 11 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე მოხდება.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც“, - აღნიშნულია კობა გვენეტაძის 11 ოქტომბრის ბრძანებაში.

ბრძანებაში ასევე წერია, რომ კომერციულ ბანკს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც.

რეგულაცია ორგანიზაციებისთვის 2019 წლის პირველი  ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვით გადავადდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0