05:10 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
19610

სემეკის ცნობით, ტარიფების შემცირება (კორექტირება) განპირობებულია მოქმედი სატარიფო მეთოდოლოგიის პრინციპებით.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები შეამცირა, ნათქვამია უწყების პრესრელიზში

ამასთან, ასევე შემცირდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ტარიფები ძალაში 2020 წლის 1 იანვრიდან შევიდა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

კორექტირების შედეგად „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი  შეადგენს 1.358 თეთრი/კვტ.სთ-ს და ის ძველთან შედარებით 0.460 თეთრითაა შემცირებული. „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფია 2.206 თეთრი/კვტ.სთ და ის შემ ცირებულია 1.796 თეთრით. 

რაც შეეხება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალ ტარიფს, ის 1.013 თეთრი/კვტ.სთ-ით განისაზღვრა და შემცირებულია 0.310 თეთრით.

ქვეყნის ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ენგურის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ნახევარს გამოიმუშავებს.

კავკასიაში ყველაზე დიდი ელექტროსადგური 1970-იან წლებში აშენდა. ენგურჰესის კაშხალი ამ ტიპის დამბებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალია. ამჟამად სადგურის დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ-ს შეადგენს. ზამთარში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული პრაქტიკულად მთელი ელექტროენერგია აფხაზეთს მიეწოდება.  

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი ოთხი ვარდნილჰესი – მდინარე ერისწყალზე, მაგრამ გალის წყალსაცავსა და გამანაწილებელ მოწყობილობას აკონტროლებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება.

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თავდაპირველი სახით აღადგინოს ენგურჰესის კასკადის ვარდნილჰესები. ოთხი ვარდნილჰესიდან მხოლოდ ერთი მუშაობს, დანარჩენი სამი 90-იან წლებში გაიძარცვა. თითოეულის დადგმული სიმძლავრე 40 მეგავატია. ყოველ სადგურში იყო 20 მგვტ სიმძლავრის ორ-ორი აგრეგატი. სამივე სადგურის დადგმული სიმძლავრე შეადგენდა 120 მგვტ-ს, ხოლო საპროექტო გამომუშავება – 390 მილიონ კვტ/სთ-ს.

მთავარი თემები