საქართველოში სამრეწველო პროდუქციის ფასები კვლავ იზრდება

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBრუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. 2019 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 8,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია „საქსტატის" მასალებში.

საქართველოში ფასების ზრდა, მათ შორის სამრეწველო პროდუქციაზე, ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე მიმდინარეობს. ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 8%-ით გაუფასურდა. დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8694 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ეკონომიკის მთავარი გამოწვევა: საქართველოს ხელისუფლება ფასების ზრდას ებრძვის >>

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად იმოქმედა ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში 8,7%-ით და სამთო-მომპოვებელში - 16,3%-ით.

ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის ფასები 0,6% -ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასები ნოემბერში 8,1% –ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში - 9,5% -ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე- 10,2% -ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 9,6% -ით გაიზარდა.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოში ინფლაცია 2020 წლის მარტიდან შემცირდება: ეროვნული ბანკის პროგნოზი

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 30,7%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი ინდუსტრიის ექსპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზარდა 6,7%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე - 7,7% -ით, ხოლო ლითონის ნაწარმზე - 9,9% -ით.

საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასები საანგარიშო პერიოდში 7,7% -ით გაიზარდა. ამავდროულად, გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა 7,7% -ით, კვების პროდუქტები - 11,3% -ით.

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის წლიურმა დონემ ნოემბერში შეადგინა 7%, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი იყო 3%. საკვებზე ფასები გაიზარდა 13,4% -ით. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ. ექვსი თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 8%-ით გაუფასურდა.

პრემიერმა ფასების ზრდის შეჩერების განკარგულება გასცა >>

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რათა გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლა გაანეიტრალოს. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0