19:14 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (593)
70 0 0

2019 წლის ბოლომდე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კაპიტალის შევსების ვალდებულებების შესახებ

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელიც საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს, კვლავ ვერ შეასრულა ვალდებულება და მთავრობას ვერ წარუდგინა ბანკებთან სასესხო შეთანხმების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

„31 დეკემბერს იწურება საბოლოო ვადა, როცა კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის პროექტის დასასრულებლად. ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლოა, კონსორციუმთან შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი გახდეს“, -  იუწყება პირველი არხი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

ფინანსური გარიგება ითვალისწინებს 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან - EBRD, EIB, OPIC და NDB - მაგრამ ისინი ითხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას, რომლებსაც სახელმწიფო არ ეთანხმება. ფინანსური გარიგების დახურვა უკვე ექვსჯერ გადაიდო.

ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ფინანსური გარიგების დახურვის შესახებ პირობების შეუსრულებლობის გამო კონსორციუმთან თანამშრომლობა დასრულდება.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო კონსორციუმისთვის ვალდებულების შესასრულებლად ვადის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

რისი იმედი აქვს კონსორციუმს

ინვესტორთან მოლაპარაკების წარმატებით დასასრულებლად საჭიროა როგორც მთავრობის, ისე თავად ინვესტორის მხარდაჭერა, აღნიშნულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსორციუმი ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა პროექტის უზრუნველყოს.

„მიუხედავად არსებული ვითარებისა, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონტროლს მიღმაა, ჩვენ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელიც ჯერ კიდევ არის დაინტერესებული პროექტით. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ მთავრობის წარმომადგენლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც კონსორციუმი აღნიშნავს, იმედი აქვს, რომ სამართლებრივ დავებს თავიდან აიცილებს.

კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ამასწინათ განაცხადა, რომ თუ მთავრობა გარიგებას ჩაშლის, კონსორციუმი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს.

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან“ მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

„ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“ დააფუძნეს „თი ბი სი ჰოლდინგმა“ და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ამერიკული კომაპანია SSA Marine, British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი). თუმცა Conti International LLC–მ აგვისტოში განაცხადა, რომ კონსორციუმიდან გასვლას აპირებდა და კონსორციუმი მთავარი ინვესტორის გარეშე დარჩა.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. თუმცა მუშაობა ამაზე შეჩერდა.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (593)

მთავარი თემები