საქართველოში გზების მშენებლობასა და რემონტზე 2020 წელს 1,3 მილიარდი ლარი დაიხარჯება

© Facebook / Roads Department of Georgiaგზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში გზების მშენებლობა მომავალ წელსაც ფართო მასშტაბით იწარმოებს, რაც შეეხება როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ისე სტუმრებს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ქვეყანაში გზების მშენებლობასა და რემონტზე, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, გაისად 1,3 მილიარდი ლარი გამოიყოფა.

ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს შორისაა გზისა და გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, აღმოსავლეთ–დასავლეთის ტრასის მშენებლობის გაგრძელება და თუშეთში შემოვლითი გზის მშენებლობა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ხელფასები და პენსიები იზრდება

ამგვარად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის ქვეშეთი–კობის მონაკვეთზე ახალი გზისა და გვირაბის აშენება იგეგმება. ბიუჯეტში ამისთვის 50 მლნ ლარია გათვალისწინებული. აქედან ნახევარზე მეტს საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიიღებს.

ასევე, 2020 წელს გაგრძელდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტობანის ქართული მონაკვეთის მშენებლობა. გაისად ზემო ოსიაური–რიკოთის მოაკვეთის მშენებლობაზე 70 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის თანხის ძირითად ნაწილს მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი გამოყოფენ.

ყველაზე დიდი თანხის – 340 მლნ ლარის დახარჯვას 2020 წელს ხელისუფლება რიკოთის უღელტეხილის კიდევ ერთი – ჩუმათელეთი–არგვეთის მონაკვეთის მშენებლობაზე აპირებს.

საქართველო ქვეშეთი–კობის გვირაბის მშენებლობისთვის ინვესტიციებს იზიდავს>>

საქართველოში ყველაზე საშიშ გზად მიჩნეული მაღალმთიანი თუშეთის გზის მშენებლობასა და რემონტზე საქართველოს ხელისუფლება 20 მლნ ლარს დახარჯავს.

ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, სოციალურ სფეროსა და განათლებასთან ერთად, საქართველოს ძირითადი პრიორიტეტია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.

ყველა ახალი ამბავი
0