02:42 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

სტამბულსა და ბათუმს კიდევ ერთი ავიაკომპანია დააკავშირებს. Pegasus-ი რეგულარულ რეისებს 2020 წლის 1 მარტიდან დაიწყებს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines სტამბულიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 2020 წლის 1 მარტიდან იწყებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ფრენები კვირაში ოთხჯერ შესრულდება. ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა. ბილეთის ღირებულებაა 55 ევრო (ერთი მიმართულება).

ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიები: ვინ ლიდერობს ქართულ ბაზარზე>>

ამ ეტაპზე Pegasus Airlines რეგულარულ რეისებს ასრულებს მარშრუტით სტამბული–თბილისი–სტამბული. ბათუმში პირდაპირ რეისებს სტამბულიდან ამჟამად სხვა თურქული კომპანია – Turkish Airlines ახორციელებს.

მთავარი თემები