ციტრუსის მოსავალს საფრთხე ემუქრება: საქართველოში მკვეთრად აცივდება

© Pixabay / Olga1205მანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები შიშობენ, რომ მკვეთრად აცივების გამო მანდარინის მოსავალი დასავლეთ საქართველოში შეიძლება გაფუჭდეს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები ფერმერებს აფრთხილებენ, რომ უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში მკვეთრად აცივდება და ამიტომ აჯობებს, თუ ციტრუსის მოსავალს დროულად აიღებენ.

ციტრუსებს შორის მანდარინი შედარებით ყინვაგამძლეა. მისთვის კრიტიკულია 7-8 გრადუსი ყინვა, რომლის დროსაც შეიძლება მანდარინის ერთწლიანი ნაზარდები დაზიანდეს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, პარასკევსა და შაბათს ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ღამით ყინვაა მოსალოდნელი.

მანდარინი - Sputnik საქართველო
საქართველოდან მანდარინის ექსპორტმა გასული წლის მაჩვენებელს გადააჭარბა

„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-5–-2 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს", – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარაში წელს 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. შიდა ბაზარზე რეალიზაციის გარდა, მანდარინი გააქვთ რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში.

წელს ტრადიციულ ექსპორტიორ ქვეყნებს კიდევ 12 ქვეყანა ემატება. მათ შორის არიან ლიეტუვა, სინგაპური, კატარი, სლოვენია.

არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ>>

მანდარინის შესყიდვის ფასი წელს 60 თეთრიდან 1,5 ლარამდე მერყეობს.

ყველა ახალი ამბავი
0