20:16 22 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
55920

რა ფაქტორები ზრდიან ან ამცირებენ მოთხოვნას ლარზე და რომელ ვალუტაში ჯობია დანაზოგის შენახვა, Sputnik - საქართველოსთან საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის ვიცე პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა.

ბოლო დროს ეროვნული ვალუტის კურსი სულ უფრო  ხშირად  არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. მაგალითისთვის,  თუ 1 აპრილს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ შეადგენდა 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს ის უკვე  იყო 2,9770 GEL/$1. შედეგად ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6,9%-ს მიაღწია.

საქართველოში ეროვნული ვალუტის  გაცვლითი კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან და იმ კორპორაციებისგან თუ   ფიზიკური პირებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

ნიკა შენგელია
ნიკა შენგელია

-ბატონო ნიკა, რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლკენას  ლარის კურსის ჩამოყალიბებაზე?

სავალუტო კურსის ჩამოყალიბებაზე  რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს. ესენია: სახელმწიფოს სავაჭრო ბალანსი, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, საინვესტიციო კლიმატი და ინვესტიციები, ასევე ქვეყანაში მოქმედი სავალუტო კურსის დადგენის რეჟიმი, ცენტრალური ბანკის პოლიტიკა, ფსიქოლოგიური ფაქტორები, მსოფლიო სავალუტო ბაზარი,  მსხვილი საგარეო ეკონომიკური ხელშეკრულებები და ვალდებულებები. ლარზე ასევე გავლენას ახდენს მოსახლეობის ნდობა ეროვნულ ვალუტის მიმართ, სავალუტო სპეკულაციები დ ა ფორს მაჟორული გარემოებები.

ქვეყნის სავაჭრო ბალანსი წარმოადგენს იმპორტისა და ექსპორტის შეფარდებას. თუ იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლები თითქმის ერთნაირია,  მაშინ ეს იდეალური სიტუაციაა და კურსი მყარია. როდესაც იმპორტი მეტია ექსპორტზე,  მაშინ ეროვნული ვალუტა სუსტდება ხოლო თუ ექსპორტი მეტია იმპორტზე -ეროვნული ვალუტა მყარდება. მაგრამ აქ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორიცაა - როდესაც ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად მყარდება, მაშინ ეს ექსპორტის ზრდაზე ზეწოლას ახდენს, რადგან საექსპორტო პროდუქციის თვითღირებულება იზრდება და ამით ის კონკურენტუუნარო ხდება.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამოვყოფ სამ მათგანს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

ა) მშპ ან ეკონომიკური ზრდა. თუ ეს  მაჩვენებელი გაიზარდა ეროვნული ვალუტის კურსი მყარდება.

ბ) ინფლაცია: ინფლაცია იზრდება მაშინ, როდესაც  ეროვნული ვალუტის კურსი ვარდება,

გ) უმუშევრობა, თუ უმუშევრობის მაჩვენებელი იზრდება, მაშინ ქვეყნის ეროვნული ვალუტა უფასურდება.

საინვესტიციო გარემო როდესაც კარგია და ინვესტიციები შემოდის მაშინ ეროვნული ვალუტის კურსი მყარდება. ხოლო თუ მცირდება ინვესტიციები,  მაშინ პირიქით კურსი უფასურდება

მცურავი და ფიქსირებული  რეჟიმები არსებობს სავალუტო კურსის დასადგენად. რადგან ჩვენთან მოქმედებს მცურავი სავალუტო კურსი,  ამიტომაც კურსზე საბაზრო ფაქტორები მოქმედებს.

ცენტრალურ ბანკსაც აქვს რამოდენიმე ბერკეტი კურსზე ზემოქმედების მოსახდენად. მე გამოვყოფდი 5 მათგანს:

ა) ფულადი ემისია: თუ ცენტრალური ბანკი ეკონომიკაში შეუშვებს დამატებით ფულის მასებს, ეროვნული ვალუტის კურსი დაეცემა.  მართალია, მაგალითად აშშ -ში დოლარებს  ხშირად ბეჭდავენ და უშვებენ ეკონომიკაში, მაგრამ  მისი კურსი  მაინც არ ვარდება, რადგან იქ დევალვაციისაგან თავის დასაცავად სხვა ეფექტურ ინსტრუნმენტებს იყენებენ.  

ბ) სავალუტიო ინტერვენციები: როდესაც ცენტრალური ბანკი ყიდის უცხოურ ვალუტას  რეზერვებიდან, ეს იწვევს ლარის გამყარებას ან მისი გაუფასურების შეჩერებას დროებით მაინც. ხოლო როდესაც ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზრიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტას, ამით ის ხელს უწყობს  ლარის კურსის გაუფასურებას.

გ) საპროცენტო განაკვეთი. თუ ცენტრალური ბანკი უძვირებს კომერციულ ბანკებს საპროცენტო განაკვეთს ეს ეროვნული ვალუტაზე მოქმედებს და იწვევს მის გამყარებას. თუ ამცირებს მაშინ კურსი  ეცემა.  როდესაც საპროცენტო განაკვეთი იზრდება ბანკები ღებულობენ სესხად მცირე რესურსებს, ორგანიზაციები გაძვირებულ სესხეზე ამბობენ უარს და ეკონომიკაში შედის მცირე თანხა. შესაბამისად კლებულობს ეკონომიკური ზრდა , რაც თავის მხრივ ამცირებს ინფლაციას.

დ) ობლიგაციები: ცენტრალურ ბანკს ან ხაზინას შეუძლია გამოუშვას  შიდა ვალის  ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდები, ამით ეკონომიკიდან ჭარბი ფული ამოდის და ეროვნული ვალუტა მყარდება, ინფლაცია კი მცირდება.

ე)  რეგულაციები: ეს არის  ადმინისტრაციული ზომები , რომლებიც ცენტალურ ბანკს შემოაქვს.

ფისქოლოგიური ფაქტორები: მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან  ზოგჯერ შეუძლიათ არსებითი როლის თამაში. კერძოდ: პრეზიდენტის მინისტრების, ანალიტიკოსების  განცხადებებში, გამონათქვამებში  სავალუტო კურსის შესახებ, სავალუტო ბაზრის მონაწილეები იჭერენ გარკვეულ მინიშნებებს და მოლოდინებს  თუ საით წავა სავალუტო კურსი და მიმდინარეობს  მასიურად უცხოური ვალუტის გაყიდვა ან შესყიდვა რაც იწვევს მაღალ მერყეობებს. თუნდაც ის რომ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ვერ აკეთებს დამაიმედებელ დამარწმუნებელ პროგნოს ვალუტის გამყარებაზე ესეც იწვევ მის გაუფასურებას. ანგარიშგასაწევი ფაქტორია ასევე  მოსახლეობის განწობა ეროვნული ვალუტის მიმართ. რამდენად ენდობა მოსახლეობა მის მდგრადობას. ამ მხრივ საქართველოში ნამდვილად არ გვაქვს  საქმე კარგად.

მსოფლიო სავალუტო ბაზარი: თუ ვალუტის კურსზე მოქმედი ფაქტორები კარგია და ვალუტაც სტაბილური, მაგრამ  მსოფლიო სავალუტო ბაზარზე დოლარი მყარდება ეს აუცილებლად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე და გამოიწვევს მის დასუსტებას.

მსხვილი  საგარეო ეკონომიკური კონტრაქტები: როდესაც მათი  მონაწილეები ანუ კონტრაგენტები ელოდებიან მსხვილ სავალუტო შემოდინებებს ,ასეთი კი  შეიძლება იყოს ასევე სამთავრობი  ხელშეკრულებები თუნდაც ინვესტიციების ან დახმარებების სახით,  რათქმაუნდა ესეც მოქმედებს სავალუტო კურსზე. თუ სავალუტო ტრანზაქციები დიდია ანუ შემოსავალი უცხოური ვალუტაშია, ეროვნული ვალუტა მყარდება. მაგრამ თუ სახელმწიფო იხდის საგარეო ვალს ასევე, ამ დროს ეროვნული  ვალუტა უფასურდება.

სპეკულაცია ეს არის ბაზრის მდგომარეობა, როცა ხდება მაღალი მერყეობა, იწყება პანიკა შიდა სავალუტო ბაზარზე ასეთი ეფექტები არის უაროფითი, მაგრამ მოკლევალიანი.

ფორსმაჟორული ფაქტორები;  მიწისძვრა წყალდიდობა, ომები, რევოლუცია, არეულობები, პოლიტიკური სკანდალები  და აშ,  ასევე უარყოფითად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე,

-ბატონო ნიკა, ყველა ამ  ფაქტორების მდგომარეობიდან  გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, გამყარდება თუ გაუფასურდება ლარი?

თუ ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებს საქართელოს რეალობას და მის სტატისტიკურ მონაცემებს მიუსადაგებთ,  მივიღებთ შემდეგს;

 მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან სავაჭრო ბალანსი უარყოფითი გვაქვს ანუ იმპორტი  გაცილებით ჭარბობს  ექსპორტს რაც კურსზე უარყოფითად მოქმედებს. ინფლაცია გვაქვს, ესეც ასევე უარყოფით გავლენას ახდენს, უმუშევრობის მხრივ  სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით გაუმჯობესებულია ვითარება, მაგრამ რეალურად უმუშევერი იმაზე გაცილებით მეტია,  ვიდრე 11% და ესეც  ნეგატიურად აისახება  კურსზე.  ინვესტიციების კუთხით თითქმის 50% იანი კლებაა წინა წელთან შედარებით. მოსახლეობის მიმართ ნდობა დაბალია.სახეზე გვაქვს პოლიტიკური არასტაბილურობა რომელიც ასევე აღნიშნულ მომენტში  ლარს გაუფასურებისაკენ უბიძგებს.

ლარის დევალვაციის შესაჩერებლად ეროვნული ბანკი ძირითადად იყენებს რეფინანსირების განაკვეთის ბერკეტს და პერიოდულად ზრდიოს მას,  ვფიქრობ ეს შეცდომაა, რადგანაც ეკონიმიკაში ფულის მასის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს საქონლისა და მომსახურეობის  მკვეთრი ვარდნა.

ფაქტიურად ერთ-ერთ დადებით ფაქტორად მხოლოდ მშპ-ს ზრდა გვევლინება, რომელიც ნამდვილად ვერ გადაწონის სხვა უარყოფით, ფაქტორებს. ლარის კურსისათვის  კი 3 ნიშნულიანი დონე  ფსიქოლოგიურ ბარიერს წარმოადგენს, იმ შემთხევაში თუ 15 დეკემბრამდე ლარის კურსმა გადალახა ეს ნიშნული, მაშინ  ეროვნული ვალუტის გაუფასურების მორიგი ტალღა კვლავ სახეზე გვექნება 3.20 იანი  ნიშნულის მიმართულებით.

-თქვენი აზრით, რომელ ვალუტაში აჯობებს დანაზოგის შენახვა?

გამომდინარე იქედან რომ ლარის გაუფასურება კვლავ დიდი ალბთობით არის მოსალოდნელი,  უმჯობესია მოვახდინოთ გადანაწილება და დანაზოგი დეპოზიტზე დოლარში, ევროში, ინგლისურ ფუნტსა ან შვეიცარულ ფრანკში განვათავსოთ.

ნატა პატარაია

მთავარი თემები