მაღალპროდუქტიული ჯიშების ხბოებს საქართველოში ესტონეთიდან შემოიყვანენ

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიძროხების ფერმა
ძროხების ფერმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება ესტონური ჯიშიანი მეცხოველეობისთვის. უახლოეს კვირებში კავკასიაში კიდევ დაახლოებით 100 სულ ჯიშიან პირუტყვს გამოგზავნიან.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ესტონეთიდან საქართველოში 650 ჯიშიანი ხბო შემოიყვანეს, კიდევ დაახლოებით 100 სული უახლოეს კვირებში შემოვა, იუწყება „Sputnik-ესტონეთი".

ცოტა ხნის წინ ესტონეთის, ლატვიისა და ფინეთის მეცხოველეობის საწარმოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოში, სადაც ამ ქვეყანაში ჯიშიანი პირუტყვის ექსპორტის გაზრდის საკითხებზე იმსჯელეს.

ძროხა - Sputnik საქართველო
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის წესები გამკაცრდება

„ადგილობრივი მეცხოველეობის საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრებმა დაადასტურა, რომ ესტონურმა მხარემ ბოლო წლებში ესტონეთის მეცხოველეობა კარგად გააცნო საქართველოს. ქართველი მწარმოებლები დიდ ინტერესს იჩენენ ჩვენი ჯიშიანი მეცხოველეობის მიმართ", – განაცხადა ესტონეთის სავაჭრო-სასოფლო-სამეურნეო პალატის დამფუძნებელმა როომეტ სირმუსმა.

ესტონეთის საჯიშე სამუშაოების ასოციაციის სამმართველოს თავმჯდომარემ ტანელ-ტაავი ბულიტკომ აღნიშნა, რომ ესტონური მეცხოველეობის საწარმოები საქართველოსთან 2015 წლიდან მუშაობენ, მათ კონსულტაციებს უწევენ და გამოცდილებას უზიარებენ. ამ პერიოდის განმავლობაში ესტონურმა მხარემ ძალიან კარგი კონტაქტები დაამყარა საქართველოში, რამაც ექსპორტისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ესტონეთმა საქართველოში ექსპორტზე გაგზავნა 650 სული ჯიშიანი ხბო. უახლოესი კვირების განმავლობაში გაიგზავნება კიდევ დაახლოებით 100 სული", – განაცხადა ბულიტკომ.

ყველა ახალი ამბავი
0