14:03 17 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1127
  • 100 RUB4.5228
  • USD2.8718
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (438)
76 0 0

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმოქმედებს ფრთხილად, რათა ინფლაციასთან ბრძოლამ ნეგატიური პროცესები არ გამოიწვიოს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავ შეიძლება გამკაცრდეს, თუ ინფლაციის ზრდა არ შეჩერდება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს ეკონომიკა: რა უწყობს ხელს ზრდას >>

ოქტომბერში ინფლაციის წლიურმა დონემ მოსალოდნელი 3%-ის ნაცვლად 6,9% შეადგინა. სურსათზე ფასები უკვე 13,5%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ. ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა.

„დღევანდელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გაგრძელდება, სანამ პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზემოქმედება განეიტრალდა, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად დაიწყებს შემცირებას და ორწლიანი პერიოდის დასასრულს ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება, რომელიც, არსებული შეფასებით, 6 პროცენტის ფარგლებშია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გამოანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაცვლითი კურსის ვარდნის შემდეგ ინფლაციური წნეხის განეიტრალების მიზნით მიმდინარე წლის სექტემბერიდან დაიწყო. ამ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 8,5%-მდე გაიზარდა. შედეგად ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდა.

Galt & Taggart: საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკას აღარ გაამკაცრებს >>

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ მიმდინარე სიტუაციის ანალიზის საფუძველზე იქნება მიღებული, რათა ნეგატიური პროცესების პროვოცირება არ მოხდეს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (438)

მთავარი თემები