20:43 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (787)
63 0 0

მთავრობა ბიზნესის წარმომადგენლებთან დათმობაზე წავიდა და დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტების დაწესება გადადო.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დიზელის საწვავზე „ევრო-5" სტანდარტის ამოქმედება 2021 წლისთვის გადაიდო.

ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის 1 იანვრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებმა სიახლის ამოქმედების გადავადება ითხოვეს.

სპეციალისტების აზრით, „ევრო-5"-ის სტანდარტის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანიდან საქართველოში საწვავის მოწოდება შეწყდება და მისი შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნება შესაძლებელი.

ამჟამად აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ არ დასრულებულა ნავთობგადამამუშავებელი ქარხის მოდერნიზაცია, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დიზელის საწვავის ახალი სტანდარტით წარმოება.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი სტანდარტის დანერგვა ეკოლოგიას უკავშირდება.

მთვრალაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს გარკვეული ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, ხარისხის მაჩვენებელი აუცილებლად ამაღლდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, დიზელის საწვავის იმპორტმა 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 434,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5,2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (787)

მთავარი თემები