19:36 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
ქართულ-თურქული სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომა

ანკარაში საქართველო–თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (341)
6010

შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის შედეგად ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში პრიორიტეტულ საკითხებს განსაზღვრავს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანკარაში მონაწილეობა მიიღო საქართველო–თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომაში, იუწყება სამინისტრო.

საქართველო თურქეთთან პარტნიორობას გააღრმავებს: რა შეთანხმებას მიაღწია გახარიამ ანკარაში >>

სამინისტროში განმარტეს, რომ თურნავას მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში რამდენიმე კვირის წინ თურქეთში საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტის შედეგია. სწორედ მაშინ გადაწყდა კომისიის სხდომის ჩატარება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

„დღეს ჩვენ გადავდგით ნაბიჯები ჩვენი სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციისკენ. ეს შეეხება როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო ბარიერებს. ეს შეეხება ჩვენი ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქციას, რომელსაც მალე თურქეთის ბაზარზე ვნახავთ“, – აღნიშნა სხდომაზე თურნავამ.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ოქმს, რომელშიც განისაზღვრა ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო–თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისია 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა და მისი აღდგენა თურქეთში საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტისას გადაწყდა. 

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14,1%-ია. წინა წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 2,8%-ით გაიზარდა.

გახარია: საქართველო თურქეთთან საქონელბრუნვის გაორმაგებას გეგმავს >>

თურქეთიდან ამ პერიოდში შემოტანილია 19,7 ათასი ტონა შავი ლითონის მეტალოკონსტრუქცია, დაახლოებით 6,1 ათასი ტონა იზოლირებული სადენები და კაბელები, ათას ტონაზე მეტი სამკურნალო პრეპარატები, დაახლოებით 39,1 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 2031 მსუბუქი აბტომობილი და ა.შ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (341)

მთავარი თემები