06:37 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (907)
17210

2019 წლის 1 იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში გადაირიცხა 190 მლნ დოლარზე მეტი, რაც 0,3%-ით აღემატება 2018 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, 2019 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, 8,3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, და 1,4 მლრდდ დოლარი შეადგინა. 

წლის დასაწყისში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 8%-ით ნაკლები იყო, ვიდრე 2018 წლის იგივე პერიოდში. რუსეთდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ განვლილ ათ თვეშო დაახლოებით 347,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 24,6%-ია.

 რუსეთის გარდა ამ მხრივ ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან: იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში გადაირიცხა დაახლოებით 22,5 მლნ დოლარი, რაც 5.9%-ით მეტია გასული წლის ოქტომბერთან შედარებით.

რაც შეეხება ათი თვის მონაცემებს, 2019 წლის 1 იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში გადაირიცხა 190 მლნ დოლარზე მეტი, რაც 0,3%-ით აღემატება 2018 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (907)

მთავარი თემები