08:54 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (639)
27510

მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც ელექტროენერგია არ არის შეყვანილი და მოსახლეობა მუდმივად ცხოვრობს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექვსი რეგიონის 87 სოფელში, სადაც ელექტროენერგია შეყვანილი არასდროს ყოფილა, მზის ელექტროსადგურების მონტაჟი დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ელექტროსადგურები მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის სოფლებში მცხოვრებ  207 ოჯახში დამონტაჟდება. 

მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის ჩასართავად.

სოფლის მოსახლეობას დაუმონტაჟებენ მზის ბატარეებს, რომლებზეც მწარმოებლის გარანტია 25 წელია.

მზის პანელების მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება.

მთავრობას ტექნიკურად აშშ-ის საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) ეხმარება.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იქნება მთლიანი საქართველო, მისი ყველაზე შორეული კუთხეების ჩათვლით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (639)

მთავარი თემები