22:34 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
აეროპორტი

თურქული ავიაკომპანია სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (80)
91 0 0

ავიაკომპანია ფრენებს ფინანსური პრობლემების გამო წყვეტს. ავიაგადამზიდავმა ფრენები საქართველოში ერთხელ უკვე შეწყვიტა დროებით – 2018 წლის ზაფხულში.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თურქული ავიაკომპანია Atlasglobal 9 ნოემბრიდან თბილისი–სტამბულის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს, იუწყება პირველი არხი.

ინფორმაციას ადასტურებენ კომპანია TAV-Georgia-ში, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს.

ინფორმაცია ფრენების გაუქმების შესახებ მიიღეს მგზავრებმაც, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები თბილისი–სტამბულის რეისზე.

არსებული ინფორმაციით, კომპანია ფრენებს ფინანსური პრობლემების გამო წყვეტს. კომპანია Atlasglobal-მა ფრენები გასული წლის ზაფხულშიც შეწყვიტა და ავიარეისები მიმდინარე წლის 16 ივლისს აღადგინა.

Atlasglobal – თურქული ავიაკომპანიაა, რომელიც რეგულარულ და ჩარტერულ სამგზავრო ავიაგადაზიდვებს ახორციელებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ასევე შიდა რეისებს თურქეთში. ბაზირებულია სტამბულის ახალ აეროპორტში, აქვს დამატებითი ჰაბი დალამანის აეროპორტში. ეკუთვნის ETS Group-ს.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (80)

მთავარი თემები