22:34 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
თვითმფრინავი

საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში თავისუფალი ფრენების სისტემა ამოქმედდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (80)
90 0 0

საჰაერო ხომალდებმა მიიღეს შესაძლებლობა, გამოიყენონ თავისუფალი მარშრუტები ორი ქვეყნის საჰაერო სივრცეში მხოლოდ შესვლისა და გამოსვლის წერტილების მითითებით.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის საჰაერო სივრცეში პარასკევიდან, 8 ნოემბრიდან თავისუფალი საჰაერო მარშრუტები ამოქმედდა, იუწყება პირველი არხი.

აღნიშნულ პროექტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა კომპანია „საქაერონავიგაციამ" სომხეთის საჰაერო მომსახურების პროვაიდერ ორგანიზაცია ARMATS-თან ერთად მუშაობა 2017 წელს დაიწყო. ეს პროექტი დღეს ამოქმედდა.

პროექტი გულისხმობს საჰაერო ხომალდების მიერ თავისუფალი მარშრუტების გამოყენებას საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიებზე, საჭიროა მხოლოდ შემოსვლისა და გასვლის წერტილების მითითება, რომელიც აღნიშნული იქნება, როგორც სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცის თავისუფალი მარშრუტები – Free Route Airspace in south Caucasus Area – FRASC.

პროექტის ამოქმედებას თბილისის საჰაერო მოძრაობის რაიონული ცენტრიდან თვალს მიადევნებს შპს „საქაერონავიგაციის" გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი, ხოლო სომხეთის მხრიდან – ARMATS-ის გენერალური დირექტორი არტურ გასპარიანი, ასევე ევროკონტროლის დელეგაციის წევრები.

„ავიაკომპანიებს, რომლებიც ერთი მარშრუტის გავლისას კვეთენ საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიას, საშუალებას ვაძლევთ, გადაადგილებისას აირჩიონ უმოკლესი მარშრუტი, დაზოგონ დრო და საწვავი და, შესაბამისად, ხარჯი უფრო ეფექტურად დაგეგმონ", – განაცხადა მეზვრიშვილმა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ომალოში ყოველ კვირას იფრენს>>

საქართველო საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის ინიციატივას საჰაერო სივრცეში თავისუფალი საჰაერო მარშრუტების დანერგვის თაობაზე 2017 წელს შეუერთდა. ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით, თავისუფალი საჰაერო მარშრუტები მთელი ევროპის მასშტაბით სრულად 2022 წელს დაინერგება.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (80)

მთავარი თემები