საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეფორმებს კვლავ დააფინანსებს

© photo: Ministry of Finance of Georgia / FBსაერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია და საქართველოს ხელისუფლება მოქმედი ერთობლივი პროგრამის ერთი წლით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო საქართველოს საკითხს მიმდინარე წლის დეკემბერში განიხილავს, ამის შესახებ ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომლის მიზანიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის განხორციელება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შემცირებას ვარაუდობს

როგორც ვერა-მარტინმა აღნიშნა, მეხუთე მიმოხილვის დასასრულებლად აუცილებელი პირობების უმრავლესობა შესრულებულია.

„ეს შეთანხმება მოითხოვს დამტკიცებას სსფ-ის ხელმძღვანელობისა და ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მხრიდან. მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება 41,6 მილიონი დოლარი. ამით გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში გადარიცხვები დაახლოებით 249,5 მლნ დოლარს გაუტოლდება“, - განაცხადა ვერა-მარტინმა.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, სსფ-მა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 297,5 მლნ დოლარის გამოყოფას, საიდანაც 207,2 მლნ დოლარი საქართველომ უკვე მიიღო.

სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა შეაფასა >>

დარჩენილ თანხას საქართველო, ორი ნახევარწლიანი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0