ქართულმა ღვინის კომპანიებმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

© photo: National Wine Agency of Georgia / FB ქართული ღვინო კრაკოვის ფსტივალზე
ქართული ღვინო კრაკოვის ფსტივალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Warsaw Wine Experience პირველად გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე მწარმოებელი იყო წარმოდგენილი.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Ferment (Warsaw Wine Experience 2019) ქართული ღვინის მწარმოებელი 22 კომპანია მონაწილეობდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო თავის Facebook-გვერდზე.

Warsaw Wine Experience პირველად გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე მწარმოებელი იყო წარმოდგენილი.

ქართული კომპანიები პოლონეთში გამართულ გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინო პოლონეთში დიდი მოწონებით სარგებლობს და, შესაბამისად, გამოფენაზე მოსული სტუმრების მხრიდან ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციით დაინტერესება დიდი იყო.

ქართული ქვევრები - Sputnik საქართველო
ლონდონი ქვევრის ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს

გამოფენის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის ორი პრეზენტაცია გამართა – მომხმარებლებისა და ღვინის ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

გამოფენას პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

ქართული ღვინის წარდგენა პოლონეთში უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ჩვენი ღვინის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 3 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 18%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

ყველა ახალი ამბავი
0