09:44 27 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0383
  • 100 RUB4.2578
  • USD2.7928
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (450)
77 0 0

რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 25 სექტემბერს შეიცვალა, როდესაც ის 7%-დან 7,5%-მდე გაიზარდა

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა  დღეს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით,8,5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი  პირველად 4 სექტემბერს (6,5%-დან 7%-მდე) გაზარდა, მეორედ კი 25 სექტემბერს (7,5%-მდე). ბოლო 2 თვეში რეფინანსირების სესხი სამჯერ ჯამურად 2%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც 102 ათასზე მეტ პირს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გაუძვირდა.

უწყების ცნობით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,4 % შეადგინა.

„მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (450)

მთავარი თემები