ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში კვლავ მცირდება

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბენზინის იმპორტი 0,5%-ით, ხოლო დიზელის საწვავის – 8%-ით შემცირდა.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ნავთობპროდუქტების იმპორტმა საქართველოში 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში 779,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,3%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი წლის დასაწყისიდან კვლავ რუსეთია, შემდეგ მოდიან რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და ა.შ.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი – მცირდება

ბენზინის იმპორტმა ცხრა თვეში შეადგინა 403,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის – 276 ათასი ტონა. ამგვარად, ბენზინის იმპორტი 0,5%-ით, ხოლო დიზელის საწვავის – 8%-ით შემცირდა.

დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება ძირითადად თურქეთში მისი რეექსპორტის შემცირებას უკავშირდება. კიდევ ერთი მიზეზია საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა და ამის გამო საწვავის მოხმარების შემცირება.

ამჟამად საქართველოში დაახლოებით 80 ათასი ჰიბრიდული ავტომობილია.

„მეორე მხრივ კი, ჩვენი ინფორმაციით, გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებით აღურიცხავი დიზელის შემოდინება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ლაგოდეხისა და წითელი ხიდის გავლით, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და ასევე ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან, როდესაც ხორციელდება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ავტომობილებით ხორბლის იმპორტი", – ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0