06:23 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (171)
98 0 0

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან თვითმფრინავები ივლისიდან აღარ დაფრინავენ, ორი რუსული ავიაკომპანია ლიდერების ხუთეულში მაინც ინარჩუნებს ადგილს.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლოუკოსტერი Wizz Air ლიდერობს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში ავიაკომპანია Wizz Air-მა გადაიყვანა დაახლოებით 593 ათასი მგზავრი, რაც ავიაგადაზიდვების ქართული ბაზრის 15%-ია.

უნგრული კომპანია Wizz Air ბაზირებულია ქუთაისის აეროპორტში, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავებისთვის ჰაბი უნდა გახდეს.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან შეჩერდა. მიუხედავად ფრენების შეწყვეტისა, რუსული ავიაკომპანიები „ურალის ავიახაზები" და „პობედა" ქართულ ავიაბაზარზე ლიდერთა ხუთეულში რჩებიან იმ მგზავრების რაოდენობის წყალობით, რომლებიც მათ წლის პირველ ნახევარში გადაიყვანეს.

ლიდერთა ხუთეული:

• ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%;
• ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%;
• ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი 11%;
• ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 5%
• ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;

ქართულმა ავიაკომპანიებმა ცხრა თვეში 488,3 ათასი მგზავრი გადაიყვანეს, რამაც მათ საშუალება მისცა, დაეკავებინათ ბაზრის 12%, მაშინ, როცა უცხოურ ავიაგადამზიდავებს 88% უკავიათ (3,5 მლნ მგზავრი).

ფრენები საქართველოში: პირველად 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მგზავრთნაკადი შემცირდა>>

საქართველოს აეროპორტები 2019 წლის ცხრა თვეში მოემსახურნენ 4,1 მილიონზე მეტ მგზავრს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 5,4%-ით მეტია. ამასთან თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა მხოლოდ 0,68%-ით, ბათუმის აეროპორტში – 2,01%-ით, ხოლო ქუთაისის აეროპორტმა მგზავრთნაკადი საგრძნობლად გაზარდა – 39,79%-ით.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (171)

მთავარი თემები