საქართველოში ნავთობპროდუქტის იმპორტი შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliნავთობით დატვირთული სატვირთო შემადგენლობა
ნავთობით დატვირთული სატვირთო შემადგენლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი საქართველოში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში  2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე ნავთობპროდუქტების იმპორტმა შეადგინა 676,8 ათასი ტონა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,7%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ბენზინის იმპორტმა 2019 წლის იანვარ–აგვისტოში 349,1 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის – 327,7 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში 2019 წლის იანვარ-აგვისტოში

ქვეყნები მოწოდების მოცულობა, ათასი ტონა წილი ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობაში
რუსეთი 197,4 29,2%
რუმინეთი 190,5 28,1%
თურქმენეთი 122,4 18,1%
აზერბაიჯანი 69,6 10,3%
ბულგარეთი 60,3 8,9%

საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი 2019 წლის დასაწყისიდან კვლავ რუსეთი რჩება, რუსეთის შემდეგ არიან რუმინეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და ა.შ.

რატომ შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად დიზელის საწვავის იმპორტის შემცირებას მიიჩნევენ, რაც ძირითადად უკავშირდება საქართველოდან თურქეთში ამ ტიპის საწვავის რეექსპორტის მოცულობის შემცირებას. ასევე, სახელდება საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის ზრდა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რითი ვაჭრობს საქართველო

დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 43,9 ათასი ტონით შემცირდა (თითქმის 11,6%–ით), აღნიშნავენ იმპორტიორთა კავშირში.

წლის დასაწყისიდან ბენზინის იმპორტის თითქმის 66,4% მოდის რეგულარზე (А–91), 31,4% – პრემიუმზე (А-95) და 2,2% – სუპერზე (А-98).

საწვავის ფასი

ივლისში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასები გაიზარდა საშუალოდ 0,10 ლარით, რაც გამოწვეული იყო ეროვნული ვალუტის გაუფასურებით და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების ზრდით.

ვანო მთვრალაშვილი - Sputnik საქართველო
მთვრალაშვილი: საწვავზე ფასის ზრდის შეჩერებას მხოლოდ ლარის გამყარება ვერ უშველის

20 ივნისიდან ლარი დოლარის მიმართ 6.6%-ით გაუფასურდა. თუ 20 ივნისისთვის ეროვნული ბანკის მიერ ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7871 GEL/$1 იყო, 1 აგვისტოსთვის მან 2,9718 GEL/$1-ს მიაღწია. თუმცა 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 32 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა, შედეგად ლარი 1,4%-ით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ საწვავის გაძვირების საჭიროება აღარ არსებობს, მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ლარი დოლარის მიმართ კვლავ გაუფასურებას დაიწყებს, საწვავის გაძვირების საკითხი დღის წესრიგში ისევ შეიძლება დადგეს.

ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის საშუალო ფასია (ერთ ლიტრზე): ბენზინი სუპერი – 2,61-2,78 ლარი, პრემიუმი – 2,60-2,69 ლარი, რეგულარი – 2,49-2,59 ლარი, ევრო დიზელი – 2,66-2,75 ლარი, დიზელი – 2,60-2,63 ლარი. მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი – 2,97 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0