13:27 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
სატვირთოები

საქართველოს ეკონომიკა: ზრდის ტემპი იკლებს? – „საქსტატმა" ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (277)
44 0 0

მეორე კვარტალში ზრდა შეიმჩნეოდა ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მშპ-ის ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,5% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

მიმდინარე ფასებით 2019 წლის აპრილ-ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 4 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 3,8% შეადგინა.

2019 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდამ საქართველოში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9% შეადგინა.

რომელი სფეროები ლიდერობს

2019 წლის მეორე კვარტალში ყველაზე შესამჩნევი ზრდა აჩვენა რამდენიმე სფერომ: ტრანსპორტი, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა, სასტუმროები და რესტორნები

2019 წლის II კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ-ხუთეული ზრდის მიხედვით

ეკონომიკის სფერო ზრდა %
ტრანსპორტი  17,9
ოპერაციები უძრავი ქონებით  16,9
სასტუმროები და რესტორნები 14,1

ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და

განაწილება

11,5
კავშირგაბმულობა 10,8

ყველაზე მეტი კლება დაფიქსირდა განათლების (-7,9%) სამთომოპოვებითი მრეწველობის (-7,7%), მშენებლობის (-4,6%) და გადამამუშავებელი მრეწველობის (-4,5%) სფეროებში.

მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი გააჩნია ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებს.

2019 წლის II კვარტალში მშპ-ის სტრუქტურაში ლიდერი სფეროები ხვედრითი წილის მიხედვით

ეკონომიკის სფერო  ხვედრითი წილი %
ვაჭრობა  16,8
მრეწველობა 16,4
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 10,9
სახელმწიფო მმართველობა 8,1
მშენებლობა 8,8

ეკონომიკის ზრდის პროგნოზები

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ვარაუდობს, რომ საქართველოში 2019 წელს ეკონომიკური ზრდა 4,3%-მდე შენელდება (2018 წელს – 4,7%), რადგან დაკრედიტების ზრდა ნელდება, ხოლო რუსული რეისების აკრძალვა ტურისტული სექტორის გაფართოებას აფერხებს.

რუსეთიდან ფრენებისა და საქართველოს ტურების გაყიდვის შეჩერების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსეთი ტურისტების რაოდენობით ლიდერობდა და მათი რაოდენობა ყოველთვიურად მატულობდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ საქართველოში რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ზარალმა შესაძლოა 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.

თუმცაღა, სააგენტოს შეფასებით, საქართველოში ზრდა BB რეიტინგის მქონე ქვეყნების პროგნოზირებად საშუალო მნიშვნელობაზე (3,3%) მაღალი დარჩება. ინფრასტრუქტურაზე ხარჯების ზრდა და შედარებით სუსტი საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა 2020-2021 წლებში ზრდის ტემპების საშუალოდ 4,7%-მდე მომატებას შეუწყობს ხელს, მიიჩნევს Fitch.

ეკონომიკური ზრდის შენელებას ასევე ვარაუდობს კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart. მისი პროგნოზით, ტურიზმის სფეროში შემოსავლების სავარაუდო შემცირების გამო 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდა 4,3%-ს შეადგენს. მთლიანად წელიწადში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზარდება, რადგან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, მიიჩნევენ კომპანიის ანალიტიკოსები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ამ ეტაპზე საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი) მშპ-ის რეალური ზრდა 2019 წელს 4,5%-ს შეადგენს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, მოსალოდნელია, რომ უკვე 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6% იყოს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (277)

მთავარი თემები