10:01 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
ელექტროგადამცემი ხაზები

ინვესტიციები საქართველოში მკვეთრად შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (231)
56 0 0

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უცხოური ინვესტიციების ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 2019 წლის მეორე კვარტალში 53,7%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით და 187 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ინვესტიციების კლების ძირითად მიზეზებს შორის დასახელებულია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის ფაზის დასრულება, ასევე რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადასვლა.

ვინ ლიდერობს ინვესტიციების მხრივ?

საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ლიდერობენ ნიდერლანდები, თურქეთი და აშშ. ამ ქვეყნების კაპიტალდაბანდებების წილი 121,6 მლნ დოლარს შეადგენს. ეს მთელი ინვესტიციების მოცულობის 65%-ია.

ინვესტიციები ასევე შემოვიდა აზერბაიჯანიდან (15,8 მლნ დოლარი), პანამიდან (15,5 მლნ დოლარი), ჩეხეთიდან (14,8 მლნ დოლარი), კორეიდან (14,2 მლნ დოლარი) და სხვა ქვეყნებიდან.

რაში დებენ ინვესტიციებს

საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგებია ენერგეტიკა, გადამამუშავებელი მრეწველობა და სასტუმროები და რესტორნები. ამ სფეროებში ინვესტიციების მოცულობა 130,2 მლნ დოლარს შეადგენს – მთელი ინვესტიციების დაახლოებით 70%-ს.

ინვესტიციებს ასევე დებენ ტრანსპორტში (26,5 მლნ დოლარი), უძრავ ქონებაში (22,8 მლნ დოლარი).

პირველი ნახევარი წელი

საქართველოში ინვესტიციების მოცულობა მთლიანად წლის პირველ ნახევარშიც შემცირებულია – ქვეყანაში შემოვიდა 473,1 მლნ დოლარი, რაც 2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდის მაჩვენებელზე 35%-ით ნაკლებია.

წლის პირველ ნახევარში მსხვილი ინვესტორები იყვნენ ნიდერლანდები, პანამა და აშშ. ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობასა და სასტუმროებსა და რესტორნებში.

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უცხოეთიდან ინვესტიციების შემცირება არ უკავშირდება რამე ფუნდამენტურ რისკებს ან საინვესტიციო გარემოს გაუარესებას.

ქვეყნის ხელმძღვანელობა ინვესტიციების მოზიდვის კუთხით აქტიურ ნაბიჯებს დგამს იმ სექტორებში, სადაც მაღალია დამატებული ღირებულების გადასახადის მაჩვენებელი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. ბოლო პერიოდში ზრდა განაპირობა ექსპორტის ზრდამ და გარე ფაქტორებზე დამოკიდებულების შემცირებამ, განმარტეს უფრო ადრე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (231)

მთავარი თემები