04:33 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
„ბელავიის თვითმფრინავი

მინსკსა და თბილისს შორის ავიარეისების რაოდენობა გაიზრდება

© photo: GCAA / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (67)
86 0 0

„ბელავია" თბილისში მალე კვირაში ცხრა რეისს შეასრულებს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ბელარუსული ავიაკომპანია „ბელავია" 2 ოქტომბრიდან საქართველოს რეისების რაოდენობას კვირაში შვიდიდან ცხრამდე გაზრდის, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ფრენები ოთხშაბათობითა და კვირაობით დაემატება. ეს გრაფიკი 23 ოქტომბრის ჩათვლითაა გათვალისწინებული.

ავიარეისები შესრულდება Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

„სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია განიხილავს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში გაზრდილი სიხშირით ოპერირების შესაძლებლობასაც", – ნათქვამია განცხადებაში.

უფრო ადრე საქართველოს ელჩმა ბელარუსში ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ, შესაძლოა, ავიაბილეთზე ფასი შემცირდეს.

ამჟამად „ბელავიას" მგზავრები ორი მიმართულებით – თბილისსა და ბათუმში გადაჰყავს.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (67)

მთავარი თემები