15:01 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (448)
186 0 0

ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა მომავალ წელს ამუშავდება

თბილისი,  21 აგვისტო — Sputnik.  რეგიონში ელექტრომობილების მწარმოებელ პირველ ქარხანას  ქუთაისში ააშენებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

შესაბამისი მემორანდუმი ქართულმა ჰოლდინგმა Igroup–მა და ჩინურმა კონსორციუმმა  Changan Automobile–მა მაისში გააფორმეს. ჰოლდინგი აერთიანებს ოთხ კომპანიას –  Icar, Ienergy, Ipower и Iprodaction.

 „როგორც თქვენთვის ცნობილია, მომავალი წლიდან ქუთაისში ახალი ქარხანა გაიხსნება და საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ელექტრომობილების წარმოებას შეძლებს“, – განაცხადა ბახტაძემ ბათუმში კომპანია Icar–ის პრეზენტაციაზე. 

კომპანია უკვე მუშაობს თბილისში. დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში განთავსებულია ელექტრომობილები, რომელთა იჯარით აღება მობილური დამატების საშუალებით არის შესაძლებელი.

 „რამდენიმე წლის წინ ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ საქართველოში ჩვენ შევძლებთ ისეთი მაღალტექნოლოგიური საწარმოს განვითარებას, როგორიცაა მზის პანელებისა და ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა. ეს ხდება საქართველოში, ეს რეალობაა და სწორედ მსგავსი წარმოება გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გახდეს კონკურენტუნარიანი, რათა მსგავსი პროექტებით სიღარიბესთან ბრძოლა შევძლოთ“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მოსალოდნელია, რომ ქარხანა ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, მათი ერთი მესამედი შიდა ბაზარზე, მეორე კი ექსპორტზე, ევროკავშირის ქვეყნებში გაიგზავნება. საწარმოში  300–მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ინდუსტრიული კომპლექსი ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება.  აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ეკოპროდუქციის მწარმოებელი საწარმოები, მზის პანელები და მაღალტექნოლოგიური პროდუქციები.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (448)

მთავარი თემები