ივლისში ტურიზმიდან შემოსავლებმა უმნიშვნელოდ დაიკლო: TBC Research-ის კვლევა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები აღმაშენებლის პროსპექტზე
ტურისტები აღმაშენებლის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის ვარაუდით, შემდგომი 12 თვის განმავლობაში ქვეყნის შემოსავლები ტურიზმიდან შესაძლოა დაახლოებით 5%-ით გაიზარდოს.

თბილისი, 10 აგვისტო − Sputnik. ტურიზმის სფეროდან შემოსავლები ივლისში უმნიშვნელოდა შემცირდა, ნათქვამია კომპანია TBC Research−ის კვლევაში.  

მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია: დარგის შემოსავლები შემცირდა

უცხო ქვეყნების მოქალაქეები ივლისში მილიონზე მეტჯერ შემოვიდნენ, რაც თითქმის 5,8%-ით მეტია გასული წლის ივლისთან შედარებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან   ვიზიტების რაოდენობამ 6,4%-ით მოიკლო და 159 ათასი შეადგინა.

TBC Research−ის შეფასებით, ტურიზმიდან შემოსავლები მიმდინარე წლის ივლისში, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  5%-დან 0%-მდე შემცირდა, რაც დაახლოებით 20 მლნ დოლარს შეადგენს.

კომპანიის ვარაუდით, შემდგომი 12 თვის განმავლობაში ქვეყნის შემოსავლები ტურიზმიდან შესაძლოა დაახლოებით 5%-ით გაიზარდოს. თუმცა იქვე განმარტებულია, რომ ეს მაჩვენებელი 17%-ს შეადგენდა რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების გარეშე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში საქართველომ 44,3 მლნ დოლარის შემოსავლები დაკარგა რუსი ტურისტების შემცირების გამო.

 

ყველა ახალი ამბავი
0