მაია ცქიტიშვილი: ლარის სტაბილურობას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გადამცვლელი ჯიხური
ვალუტის გადამცვლელი ჯიხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრმა ჟურნალისტებთან რამდენიმე მიზეზი დაასახელა, რამაც ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება განაპირობა.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ლარის კურსი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და რუსი ტურისტების დაკარგვის გამო გაუფასურდა, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.

ლარის გაუფასურება: როდის გადავა მოქმედებაზე ეროვნული ბანკი>>>

20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. თუ 20 ივნისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ 2,7871 ლარი იყო, 1 აგვისტოსთვის მან უკვე ახალ ანტირეკორდულ მაჩვენებელს – 2,9718-ს მიაღწია.

პურის მაღაზია - Sputnik საქართველო
ლარის გაუფასურება: გაძვირდება თუ არა პური

„ლარს  სჭირდება სტაბილურობა და, პირველ რიგში, სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. თუ ჩვენ გავაანალიზებთ ლარის კურსის დინამიკას 20 ივნისიდან და შემდგომ პერიოდში, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის,  პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით, 1,5 მილიონი ტურისტის დაკარგვით, ამ ყველაფერის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ სურათს, რა სურათიც გვაქვს დღეს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი სიტყვებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ბიზნესისა და მეწარმეების მხარდასაჭერად და ახორციელებს პროგრამას, რათა მათ შეძლონ ტურისტების მოზიდვა, სასტუმროების მშენებლობა, ეკონომიკაში უცხოური ვალუტის შემოტანა და ლარის გაძლიერება.

„თუმცა, ყველაფერი ეს ფუჭია მაშინ, როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფებოდეთ რევოლუციების, გადატრიალების ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგი არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ვიღებთ“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა. 

პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები საქართველოში

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა – მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

თბილისში საპროტესტო აქციებისა და პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, რუსეთის ტუროპერატორებმა კი საქართველოში ტურებზე განაცხადების გაფორმება შეწყვიტეს.

დაძაბულობის ახალი ტალღა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში" მისი წამყვანის გიორგი გაბუნიას სკანდალურმა განცხადებებმა გამოიწვია. მან უცენზურო ლექსიკით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის გარდაცვლილ მშობლებს. ამის საპასუხოდ რუსეთის სახელმწიფო დუმამ საქართველოსთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღება მოითხოვა, რასაც მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტმა პუტინმა.

მინისტრმა ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრა გამართა - Sputnik საქართველო
ქართული ბანკები ქვეყნის ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად მზად არიან

ამასთან, რუსეთის მხრიდან საქართველოში ავიაფრენებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვის შემდეგ ხელისუფლებამ ტურისტული სეზონის ჩავარდნის შესახებ გააკეთა განცხადება, რადგან პირველ ექვს თვეში საქართველოში ტურისტების რიცხვით რუსეთი ლიდერობდა. საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში აღნიშნეს, რომ რუსული სანქციების შემდეგ საქართველოში ზარალმა შეიძლება 2,1 მლრდ ლარს მიაღწიოს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, ქვეყანა 2019 წლის ბოლომდე რუსეთიდან 1 მლნ ტურისტს დაკარგავს.

2018 წელს საქართველოში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა 3,2 მლრდ დოლარი, ვიზიტების რაოდენობამ კი 8,7 მილიონი შეადგინა, საიდანაც 1,4 მლნ ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. წლის პირველ ნახევარში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 691,6 ათასი ვიზიტი განახორციელეს. 2019 წლის ივნისში კი აღნიშნული ვიზიტების რაოდენობამ 152,1 ათასი შეადგინა, რაც 30,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

რაც შეეხება ივლისის თვეს, კვლევითი კომპანია TBC Research-ის ცნობით, ივლისის პირველ სამ კვირაში საქართველოს რუსეთიდან 142,5 ათასი მოგზაური სტუმრობდა, მაშინ, როდესაც გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 163,8 ათასი იყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0