11:32 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (640)
111 0 0

რუსული რუბლის კურსი დიდ გავლენას ახდენს ამ ქვეყნიდან ფულადი გადარიცხვების მოცულობაზე, მიაჩნია ექსპერტს.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. 2019 წლის ივნისში რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 34,8 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 11,3%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდან მიმდინარე წლის დასაწყისიდან შემცირდა. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირების მიზეზი დოლარის მიმართ რუბლის კურსის ვარდნაა.

„რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირება დამოკიდებულია რუბლის გაუფასურებაზე დოლარის მიმართ. და თუ ბოლო ტენდენციას დავაკვირდებით, რუბლი მნიშვნელოვნად თმობს პოზიციებს სხვა ვალუტებთან, რაც, სხვათა შორის, ჩვენს ვალუტაზეც მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანამემამულეებსაც, რომლებიც რუსეთში მუშაობენ და საქართველოში ოჯახებსა და ახლობლებს ეხმარებიან, ეს ცვლილებები ტვირთად აწვება“, – განუცხადა ბაირახტარმა „Sputnik-საქართველოს“.

მისი სიტყვებით, ეს მიზეზი, რასაკვირველია, უზარმაზარ გავლენას ახდენს ამ ქვეყნიდან ფულადი გადმორიცხვების მოცულობაზე, რაც მონაცემებშიც აისახა.

საერთო ჯამში, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით ფულადი გადმორიცხვები 2019 წლის ივნისში 6,3%-ით გაიზარდა და 143,6 მლნ დოლარს გადააჭარბა.

რუსეთი და საქართველო ერთზე თანხმდებიან – როგორ წარიმართა ჟენევის მოლაპარაკებები >>

რუსეთის წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების დახმარებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობის 24,2%-ია.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში შედიან ასევე იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა დაახლოებით 17,5 მილიონი დოლარი, რაც 2,2%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადარიცხვების მოცულობა ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2019 წლის პირველ ექვს თვეში 7,1%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით და 806,1 მლნ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან 7,9%-ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან 2019 წელს გადმორიცხული თანხის საერთო მოცულობამ 198,6 მლნ დოლარი შეადგინა.

2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 109 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2,2%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (640)

მთავარი თემები