საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

გამოწერა
საგარეო ბაზრებზე ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა კვლავ იზრდება – ექსპორტი 11,5%-ით გაიზარდა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-ივნისში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2019 წლის დასაწყისიდან იმპორტი საქართველოში, 2018 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 4,9%-ით შემცირდა და დაახლოებით 4,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

ქართული ღვინის ექსპორტი: რომელი ქვეყანა ლიდერობს >>

ამავე დროს ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,8 მლრდ დოლარს გაუტოლდა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რით და ვისთან ვაჭრობს საქართველო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ექსპორტის ზრდას ხსნის რამდენიმე ფაქტორით, მათ შორის გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

კერძოდ, საქართველოს მთავრობა ექსპორტის შემდგომ ზრდასა და დივერსიფიკაციაზე აქტიურად მუშაობს. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას ქმნის.

საქართველო გასაღების ბაზრებს აფართოებს

საქართველო და ინდოეთი დაიწყებენ მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ - კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება, ნათქვამია 2018 წლის 12 იანვრით დათარიღებულ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

კახელი მეღვინეები და მევენახეები ნიკა გვარამიას უპირისპირდებიან >>

თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ შეთანხმება საქართველომ და ინდოეთმა 2017 წლის აპრილში გააფორმეს.

ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-თან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0