ბათუმში შავი და კასპიის ზღვის სატრანსპორტო ფორუმი ჩატარდება

© photo: Sputnikბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმზე განიხილავენ აზოვის, შავი და კასპიის ზღვების აუზის ლოგისტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. ბათუმში 9-10 სექტემბერს მეექვსე შავი და კასპიის ზღვის სატრანსპორტო ფორუმი გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება სატრანსპორტო ლოგისტიკას აზოვის, შავი და კასპიის ზღვების აუზებში.

სამუშაოები ანაკლიაში - Sputnik საქართველო
ფინანსური გარიგება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დადგენილ ვადაში არ დაიხურება

„შავი, აზოვისა და კასპიის ზღვების რეგიონში ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე არსებული სიტუაციის პირობებში, ასევე, მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნების სისტემის შემდგომი ჩამოყალიბების მიზნით, ამ რეგიონების სახელმწიფოები განაგრძობენ მუშაობას თავიანთი სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და ტვირთგადაზიდვების ეფექტურობის გაზრდის მხრივ", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფორუმის ძირითად საკითხებს შორისაა შავი, აზოვისა და კასპიის ზღვების აუზის საზღვაო პორტებისა და ტერმინალების განვითარება, საქართველოს საკონტეინერო პორტების პერსპექტივები და სხვა.

გასულ წელს ფორუმში მონაწილეობდნენ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიები საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან.

ყველა ახალი ამბავი
0