რომელ სპირტიან სასმელს მოაქვს საქართველოსთვის დიდი შემოსავალი

გამოწერა
მსოფლიოში ქართული ჭაჭისა და ბრენდის პოპულარობა იზრდება – 2019 წლის დასაწყისიდან ბრენდის ექსპორტი 60%-ით, ჭაჭის კი 61%-ით გაიზარდა.

საქართველოდან იანვარ–მაისის პერიოდში 19 ქვეყანაში 572,2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 216,5 ათასი ბოთლი ჭაჭა გაიტანეს – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტი. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინის ექსპორტი საქართველოდან: ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

აღნიშნულ პერიოდში 17 ქვეყანაში 23 მილიონი დოლარის ღირებულების 10,7 მლნ ბრენდის ექსპორტი განხორციელდა – 67%-ით მეტი 2018 წლის ხუთი თვის მონაცემთან შედარებით.

2019 წლის დასაწყისიდან საქართველომ 33,6 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა – 6%-ით მეტი გასულ წლის იანვარ–მაისთან შედარებით.

საქართველოდან 39 ქვეყანაში 87 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანეს – 16%-ით მეტი 2018 წლის იანვარ–მაისთან შედარებით. 2019 წლის დასაწყისიდან ქართული ღვინის ექსპორტი სხვადასხვა მოცულობით 203-მა კომპანიამ განახორციელა.

წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“ უცხოეთში ყველაზე პოპულარული ქართული ღვინოა – ამ სახეობის ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარ–მაისში 6 მილიონზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა.

უცხოეთში ყველაზე მეტად პოპულარული ღვინოების ხუთეულში ასევე შედიან „მუკუზანი“, „წინანდალი“, „ახაშენი“ და „ხვანჭკარა“.

ყველა ახალი ამბავი
0