21:12 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
„საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები

საქართველოში სამომხმარებლო სესხების რაოდენობა შემცირდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (231)
94 0 0

ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ საქართველოში ფინანსური სტაბილურობა გააუმჯობესა

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ახალმა საკრედიტო პოლიტიკამ სამომხმარებლო სესხების რაოდენობის შემცირება და იურიდიული პირების დაკრედიტებისთვის რესურსის გაზრდა გამოიწვია, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გამკაცრებისთვის რიგი ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა მხოლოდ კრედიტის მიღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ შეუძლია. გარდა ამისა, განისაზღვრა კრედიტის ყოველთვიური გადასახადის ლიმიტიც, დაკრედიტების ვადები, აიკრძალა 200 ათას ლარამდე თანხის დოლარში გაცემა.

პრემიერი: დაკრედიტების პოლიტიკა არ გადაიხედება>>

„სამომხმარებლო სესხები შემცირებას განაგრძობს, ხოლო იპოთეკური სესხების ზრდა, წლის დასაწყისში შენელების შემდეგ, აღმავალი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულ ზრდაში მატულობს ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი. შემცირებული სამომხმარებლო სესხების ფონზე იზრდება რესურსი იურიდიული პირების დაკრედიტებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიიჩნევს, რომ წლის დასაწყისიდან ამოქმედებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ფინანსური სტაბილურობის რისკებს ამცირებს.

„ჭარბი საკრედიტო ზრდის შენელების გარდა, მოლოდინების შესაბამისად ასევე გამოიკვეთა დადებითი ტენდენციები. კერძოდ, უმჯობესდება მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტები და, შედეგად, მცირდება მაღალი საკრედიტო ტვირთით გაცემული სესხები", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაკრედიტების ახალი წესებით, სხვა ყველაფერთან ერთად, დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი არ გაიცემა 15 წელზე მეტი ვადით, ქონებრივი უზრუნველყოფით სამომხმარებლო სესხი - 10 წელზე მეტი ვადით, ავტოკრედიტის მაქსიმალური ვადაა 6 წელი, სხვა ტიპის კრედიტების - 4 წელი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამომხმარებლო კრედიტების პორტფელმა 2019 წლის 1 მაისისთვის 14,2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1 აპრილის მონაცემთან შედარებით 0,7 პროცენტით მეტია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (231)

მთავარი თემები