ვინ არის დამნაშავე „საპარტნიორო ფონდის" ზარალში – საგანელიძე ფონდის რეფორმაზე საუბრობს

© photo: Partnership Fund / FBდავით საგანელიძე
დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფონდის ხელმძღვანელი „საპარტნიორო ფონდის" კაპიტალიდან წამგებიანი სახელმწიფო კომპანიების გაყვანის წინადადებით გამოდის.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. „საპარტნიორო ფონდის" რეფორმირების პროექტი, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ შეიქმნა, პარლამენტში განხილვაზეა შეტანილი, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა „საქართველოს რკინიგზა", „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია", „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" და სხვები, არიან „საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანიები, მაგრამ ფონდი მათ არ მართავს და, შესაბამისად, ისინი არც უნდა იყვნენ მის შემადგენლობაში.

ჩინეთის განვითარების ბანკი საქართველოს მრავალმილიონიან კრედიტს გამოუყოფს>>

საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ აუცილებელია ორგანიზაციის რესტრუქტურიზაცია.

„ფონდის რეფორმირების საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, როდესაც კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ფონდის შვილობილი კომპანიების 400 მლნ ლარზე მეტი ზარალი ფონდის ზარალად ჩაითვალა", – აღნიშნა საგანელიძემ.

მისი თქმით, ზარალი გამოიწვია ამ კომპანიების აქტივების გაუფასურებამ იმ დროს, როდესაც, აღნიშნული შვილობილი კომპანიების ზარალის გამორიცხვით, ფონდის საინვესტიციო პროექტების მოგებამ სხვა დანარჩენ შვილობილ კომპანიებთან ერთად 192.6 მილიონი ლარი შეადგინა.

თავის გამოსვლაში საგანელიძემ კანონმდებლებს „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო პროექტებიც გააცნო. მან რამდენიმე პრიორიტეტული სექტორი გამოყო: მაღალტექნოლოგიური საწარმოები, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები, სოფლის მეურნეობის დარგები, ასევე აუთვისებელი საინვესტიციო პოტენციალის კვლევის მიმართულება.

დავით საგანელიძე - Sputnik საქართველო
რას საქმიანობს „საპარტნიორო ფონდი“

„ფონდის მიერ საკუთარი ბიზნეს-პროექტების განხორციელების მიზნით მაღალტექნოლოგიური წარმოების, უძრავი ქონების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებში 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათი საშუალო მოგება 14.8%-ს შეადგენს, ყოველ დახარჯულ 1 აშშ დოლარზე მოზიდული ინვესტიცია კი 7 აშშ დოლარია", – განაცხადა საგანელიძემ.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ფონდი სწავლობს ასევე რეგიონების შესაძლებლობებსა და პოტენციალს, რათა გაირკვეს, სად რომელი დარგის განვითარება შეიძლება.

ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების, სამუშაო ადგილების შექმნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს – ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წარმოება და უძრავი ქონება. „საპარტნიორო ფონდის" ფინანსური მონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალიდან 49%-მდე და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-მდეა შეზღუდული. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორები უზრუნველყოფენ.

საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულების დაფინანსებას იწყებს>>

„საპარტნიორო ფონდი" ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მრავალ პროექტს ახორციელებს, თითოეულის ღირებულება 1 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. გარდა ამისა, 98 პროექტი დაფინანსებულია პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში. ყველა პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარზე მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0