https://sputnik-georgia.com/20190523/uaqcizo-sigareti-245333781.html
7120 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – უკანონო გადაზიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა
7120 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – უკანონო გადაზიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 ათას ლარს აღემატება. 23.05.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-05-23T16:19+0400
2019-05-23T16:19+0400
2021-10-19T16:57+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24445/39/244453971_0:0:1920:1086_1920x0_80_0_0_2d62cd05b2b910d8046ca64df6264d68.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24445/39/244453971_0:0:1920:1208_1920x0_80_0_0_c3af335006ffbe0710e700d69aca440e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველო
ეკონომიკა, საზოგადოება, საქართველო
7120 კოლოფი უაქციზო სიგარეტი – უკანონო გადაზიდვის რვა ფაქტი გამოვლინდა
16:19 23.05.2019 (განახლებულია: 16:57 19.10.2021) საქართველოში ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 ათას ლარს აღემატება.
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ თბილისში, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებში საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა–გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-სთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 7 120 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 42 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.