საქართველოში ბენზინის მოწოდების მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ავტომობილის საწვავის მოწოდება ოთხ თვეში 3,3%-ით შემცირდა

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის მოწოდებით რუსეთი ლიდერობს - 2019 წლის იანვარ-აპრილში რუსეთიდან შემოტანილია 100,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,5%-ს შეადგენს, იუწყებიან საქართველოს ნავთობპროდუქტების კავშირში.

რუსეთმა 2018 წელს გაუსწრო რუმინეთს, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში საწვავის მთავარი მომწოდებელი იყო.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა: იმპორტი კვლავ ეცემა >>

მთლიანობაში, 2019 წლის პირველ ოთხ თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 318,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,3%-ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

რატომ შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში 2019 წლის პირველ კვარტალში საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად დიზელის საწვავის შემოტანის შემცირებას ასახელებენ. საწვავის ამ სახეობის მოწოდების შემცირება ძირითადად საქართველოდან თურქეთში რეექსპორტის მოცულობის შემცირებას უკავშირდება.

„თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს საწვავის მოხმარებაზე იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა“, - განაცხადეს კავშირში.

Wissol  - Sputnik საქართველო
Wissol-ი აქტივებს რუსულ კომპანიაზე ყიდის?

ბენზინის იმპორტმა 2019 წლის იანვარ-აპრილში 175,6 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის - 143,3 ათასი ტონა.

2019 წლის იანვარ-აპრილში საწვავის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რუსეთი რჩება - მას მოყვება რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, თურქმენეთი და ა.შ.

2019 წლის დასაწყისიდან ბენზინის იმპორტის 68,6% რეგულარის მარკის (А-91) საწვავზე მოდის, 29,6% - პრემიუმზე (А-95) და 1,8% - სუპერზე (А-98).

საწვავის ფასი

დღეისათვის ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელებში საშუალო ფასი შეადგენს: ბენზინი სუპერი - 2,54-2,64 ლარი/ლ, პრემიუმი — 2,39-2,54 ლარი/ლ, რეგულარი — 2,34-2,44 ლარი/ლ, ევროდიზელი — 2,56-2,64 ლარი/ლ, დიზელი — 2,47-2,51 ლარი/ლ. მიმდინარე კურსი: 1 დოლარი — 2,7 ლარი.

საქართველოში ბენზინი ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს >>

პორტალ Global Petrol Prices-ის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილს იკავებდა ბენზინის ფასის მიხედვით, რომლის საშუალო ღირებულებამ 13 მაისისათვის შეადგინა 0,88 დოლარი/ლ. დიზელის საწვავის ფასით (0,89 დოლარი/ლ) საქართველო 56-ე ადგილს იკავებს.

პორტალის ინფორმაციით, საქართველოში ერთ კვირაში ბენზინის ფასი 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ თვეში 0,2%-ით შემცირდა. დიზელის საწვავი ერთ კვირაში 2,2%-ით გაიზარდა, ერთ თვეში - 1,9%-ით.

ყველა ახალი ამბავი
0