საქართველოში 50 წლის ჰესი გაარემონტეს: რა მოცულობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს სადგური

© photo: Energo pro Georgia / FB"ჩხოროწყუჰესი"
ჩხოროწყუჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ 2,2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ,,ჩხოროწყუჰესის" გენერატორის რეაბილიტაცია დასრულდა, რის შედეგადაც 6-მეგავატიანი ჰესის გამომუშავება დადგმულ საპროექტო გამომუშავებას მაქსიმალურად მიუახლოვდა, ნათქვამია ქართული ელექტროგამანაწილებელი კომპანია Energo-Pro Georgia-ს განცხადებაში, რომელიც ელექტროენერგიით პრაქტიკულად მთელ ქვეყანას ამარაგებს.

„ჩხოროწყუჰესის" აგრეგატის რეკონსტრუქცია 2017 წელს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში მუშაობდა ჰიდროელექტროსადგურზე არსებული მხოლოდ ერთი აგრეგატი, რომელიც დაახლოებით 2,6 მგვტ სიმძლავრეზე მუშაობდა.

„1967 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ჰესი გაეშვა ექსპლუატაციაში, აგრეგატის ასეთი მასშტაბური და სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. დამონტაჟდა თანამედროვე მართვის და მონიტორინგის სისტემა (SCADA), ასევე თანამედროვე სარელეო დაცვები და გამოიცვალა სხვა დეტალები და კვანძები, რომლებიც აუცილებელია, ჰიდროაგრეგატის გამართული და ეფექტური მუშაობისთვის" - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის" ჰესების ექსპლუატაციის, დიაგნოსტიკის და პროფილაქტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლევან საჩალელმა.

ჰესი - Sputnik საქართველო
დენი გვინდა ჰესი არა?! ელექტროენერგიის გამომუშავება მოხმარებას ვერ ეწევა

საჭირო დეტალები, რომლითაც მოხდა გენერატორის სრული რეკონსტრუქცია, დაპროექტებულია ევროპაში. ნაწილები საქართველოში შემოიტანეს და გენერატორის აწყობა მოხდა ადგილზე, უცხოელი სპეციალისტების მიერ.

პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ 2,2 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.

ჰესი სოფელ ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყალზე აშენდა. ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 1967 წელს ჩაეშვა.

დღევანდელი მდგომარეობით Energo-Pro Georgia-ს საკუთრებაში შედის სამი სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაა — „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" (UEDC) (780 ათასი მომხმარებელი), „აჭარის ენერგოკომპანია" (95 ათასი მომხმარებელი), „კახეთის ელექტროდისტრიბუცია (130 ათასი მომხმარებელი) და 10 ჰესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს დაფარვის არეალი ქვეყნის ტერიტორიის 90%-ს მოიცავს, ხოლო აბონენტების რიცხვი დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0