WinExpo Georgia თბილისში მსოფლიო მეღვინეებს შეკრებს

გამოწერა
ღონისძიებას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასამდე კომპანია და დაახლოებით 4 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo 2019 თბილისში 13–15 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

WinExpo Georgia-ზე წარმოდგენილი იქნება არა მარტო ღვინოები, არამედ ყურძნის დასამუშავებელი დანადგარები, სასუქები, აქსესუარები და ა.შ. გარდა ამისა, WinExpo Georgia-ს სტუმრებს ელოდებათ გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები.

ქართული ღვინის დეგუსტაცია - Sputnik საქართველო
ბერლინის ღვინის კონკურსის ჟიურის წევრებად საქართველოდან ღვინის ექსპერტები მიიწვიეს

თბილისში გამოფენა მეთორმეტედ ტარდება. ღონისძიებას ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასამდე კომპანია და დაახლოებით 4 ათასი ვიზიტორი სტუმრობს.

ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.

დღეს საქართველოში უამრავი ყურძნის ჯიში მოჰყავთ. დაახლოებით 500 სახეობა მთელ მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი სახეობიდან ქართული წარმომავლობისაა. ღვინის დამზადებისა და ქვევრში შენახვის ტრადიციული ქართული მეთოდი კი 2013 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ყველა ახალი ამბავი
0