00:48 17 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2721
  • 100 RUB4.6123
  • USD2.9663
რთველი კახეთში

დაზიანებულ ხილსა და ყურძენს წელს „აფენის“ ლუდის ქარხანა ჩაიბარებს

© photo: Sputnik / STRINGER
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (55)
119 0 0

საწარმო წელს მოსახლეობიდან პირველად ჩაიბარებს დაზიანებულ ხილსა და ყურძენს და ადგილობრივი ნედლეულით სპირტის დამზადებას დაიწყებს.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მოქმედი ლუდის ქარხანა ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბიზნესმენებმა დაათვალიერეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცოტა ხნის წინ საწარმომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხილის გადამამუშავებელი ტექნოლოგია შეისწყიდა. კომპანიის მეპატრონის, მალხაზ ნადირაძის თქმით, უახლოეს პერიოდში საწარმო სპირტის და კონიაკის წარმოებას დაიწყებს და წელს პირველად ჩაიბარებს მოსახლეობიდან დაზიანებულ ხილსა და ყურძენს.

„ხილსა და ყურძენს, რომლის რეალიზებას ფერმერები ვერ მოახერხებენ, ჩვენ ჩავიბარებთ“, – განაცხადა საწარმო ხელმძღვანელმა მალხაზ ნადირაძემ.

დელეგაციის წევრებმა ლუდი „აფენი“ დააგემოვნეს, მისი წარმოების ტექნოლოგიას გაეცნენ და აღნიშნეს, რომ გემოვნური თვისებებით ის ძალიან ჰგავს ცნობილ ჩეხურ ლუდებს. აღსანიშნავია, რომ აფენის ლუდის ქარხანა საკუთარი პროდუქციის რეალიზებას კახეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ახდენს.

აფენში მდებარე შპს „კრისტალი“ 23 წელია, ლუდს ჩეხური ტექნოლოგიით აწარმოებს და რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს. საწარმოში ამჟამად 23 ადამიანია დასაქმებული.

 

თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (55)

მთავარი თემები