10:08 20 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0474
  • 100 RUB4.1721
  • USD2.6840
კაკლის ბაღი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში

„დანერგე მომავალი“: გურჯაანში ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა

© photo: Agriculture Project Management Agency / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (95)
11210

მალხაზ ჩუგოშვილმა ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 43 000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა მალხაზ ჩუგოშვილმა ახალი ინტენსიური კაკლის ბაღი გააშენა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მალხაზ ჩუგოშვილი პროექტში 2017 წელს ჩაერთო და 7,3 ჰა-ზე კაკლის ინტენსიური ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 43 000 ლარზე მეტი თანადაფინანსება მიიღო. აღნიშნული თანხიდან  24 944 ლარი ნერგების თანადაფინანსებისთვის, ხოლო 18 325 ლარი საირიგაციო სისტემისთვის იყო განკუთვნილი.

მალხაზ ჩუგოშვილი სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს Global Gap-ის პირველადი წარმოების საერთაშორისო სერთიფიკატი აიღოს.

ინტენსიური ტიპის ბაღები სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ გურჯაანის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად დაათვალიერა და მოვლის ოპერაციებს - ნერგის ფორმირებას, კულტივირებას, სარწყავი სისტემის მოდერნიზებას გაეცნო.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 6 565 ჰექტარზე. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 35,4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 2 562 ჰა მიწის ფართობზე.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (95)

მთავარი თემები