06:26 21 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0439
  • 100 RUB4.1689
  • USD2.6816
აშშ დოლარები

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (536)
8510

საქართველოში ყველაზე დიდი ოდენობის ფულადი თანხა იგზავნება რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — ამ ქვეყნიდან 2019 წლის თებერვალში დაახლოებით 31,6 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით ნაკლებია.

მთლიანობაში, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის თებერვალში 10,2%-ით გაიზარდა და 125,5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული გზავნილების მთლიანი მოცულობიდან რუსეთის წილი თებერვალში დაახლოებით 25,2%-ია.

საქართველოდან უცხოეთში თებერვალში 17,7 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხეს, რაც 1,4%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის თებერვალში დაფიქსირდა.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გზავნილების მოცულობა 2019 წლის იანვარ-თებერვალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7,7%-ით გაიზარდა და დაახლოებით 241,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 7,8%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების მთლიანმა მოცულობამ 2019 წელს 59,2 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში 2019 წლის პირველ ორ თვეში 33,2 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხეს, რაც 0,7%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (536)

მთავარი თემები