20:18 24 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0954
  • 100 RUB4.2930
  • USD2.7799
ქართული ღვინო

ღვინო „ბოლნისი" „ხვანჭკარასა" და „წინანდალს" გაუთანაბრეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (22)
79 0 0

ადგილობრივი მეღვინეების გაერთიანებამ ღვინო „ბოლნისის" წარმოების სპეციფიკაცია შეიმუშავა

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი" დარეგისტრირდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„ბოლნისი" მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი... ბოლნისის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა… რქაწითელის, ჩინურის, გორული მწვანეს, საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს, ასურეთული შავის ჯიშების ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ბოლნისის" განუმეორებელ… თვისებებს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, ბოლნისელი მეღვინეების გაერთიანებამ „ბოლნური ღვინო" შეიმუშავა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ბოლნისის" წარმოების სპეციფიკაცია და მისი რეგისტრაციის მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს" მიმართა.

მანამდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება: „ხვანჭკარა", „მუკუზანი", „წინანდალი", „ახაშენი", „გურჯაანი", „ქინძმარაული", „მანავი", „კახეთი", „ნაფარეული", „თელიანი", „ატენი", „სვირი", „ვაზისუბანი", „კარდენახი", „ტიბაანი", „ტვიში", „ყვარელი", „კოტეხი" და „ხაშმის საფერავი".

საქართველო მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტიორთა ოცეულში მოხვდა>>

საქართველოდან 2018 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 203 მილიონი დოლარის ღირებულების 86,2 მილიონი ბოთლი ღვინო შეიტანეს.

თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (22)

მთავარი თემები