05:47 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (24)
15310

გამოფენა Gulfood 2019-ს 185 ქვეყნიდან 97 ათასი ვიზიტორი ეწვია

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ათზე მეტი ქართული სასურსათო კომპანია მონაწილეობდა დუბაიში საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2019-ში, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განცხადებაში.

ქართულმა პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ არაბეთის გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებში.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული პროდუქციის დახლებზე განთავსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები დუბაიში არსებულ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიასთან Aswaaq, რომელსაც ამჟამად 18 სუპერმარკეტების ქსელი ეკუთვნის, ხოლო წლის ბოლოს რიცხვი 50-მდე გაიზრდება.

GULFOOD 2019 – უდიდესი გამოფენაა საამიროებში, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში სასურსათო დარგის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს. გამოფენას, რომელიც 7-21 თებერვალს მიმდინარეობდა, 185 ქვეყნიდან 97 000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 5 000-ს აღემატებოდა.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული. 2017 წლის აპრილში შეიქმნა იგივე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

2018 წელს საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულმა საქონელბრუნვამ 201 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2017 წლის მონაცემებს 18,7 მილიონი დოლარით აღემატება.

თემები:
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (24)

მთავარი თემები