საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების დონით ყველა მეზობელს გაუსწრო

გამოწერა
საქართველო მოხვდა „უპირატესად თავისუფალი ეკონომიკის" მქონე ქვეყნების ჯგუფში.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველომ, კვლევითი ცენტრი „მოსახლეობის ფონდის" (The Heritage Foundation) ვერსიით, ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში მე-16 ადგილი დაიკავა და თავის მეზობლებს გაუსწრო.

„მოსახლეობის ფონდმა" და პოპულარულმა ამერიკულმა გაზეთმა The Wall Street Journal გამოაქვეყნეს ყოველწლიური რეიტინგი – „2019 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“. ინდექსის შედგენისას გაითვალისწინეს 180 სახელმწიფოს მაჩვენებლები.

საქართველოს ინდექსში 75,9 ქულა აქვს და ის მე-16 ადგილზე დგას ესტონეთსა და ლუქსემბურგს შორის.

გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
რატომაა საქართველო რეგიონში საუკეთესო Doing Business-2019-ის შეფასებით

წინა წელთან შედარებით ქვეყნის შეფასება 0,3 ქულით გაუარესდა, რაც გამოიწვია ეფექტური მართლმსაჯულების, შრომის თავისუფლების, ბიზნესის თავისუფლების, ვაჭრობის თავისუფლებისა და ფულის თავისუფლების მაჩვენებლების შემცირებამ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, სომხეთმა ამ რეიტინგში დაიკავა 37-ე ადგილი, აზერბაიჯანმა – მე-60, რუსეთმა – 98-ე და თურქეთმა – 68-ე.

ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალ ქვეყნებად აღიარეს ჰონგ-კონგი, სინგაპური და ახალი ზელანდია, ხოლო ყველაზე არათავისუფალ ქვეყნებად – კუბა, ვენესუელა და ჩრდილოეთ კორეა.

ეკონომიკის თავისუფლების ხარისხს ათი მაჩვენებელის საშუალო არითმეტიკულით ითვლიან. ეს მაჩვენებლებია: ბიზნესის თავისუფლება, ვაჭრობის, ფინანსური სექტორის, ინვესტიციების, შრომის, მონეტარული და ფისკალური თავისუფლებები, საკუთრების უფლებების გარანტიები, ბიუროკრატიული აპარატის მოცულობა და ეფექტური მართლმსაჯულება. ამის შედეგად „აბსოლუტურად თავისუფალი" ეკონომიკა 100 ქულას უნდა მიუახლოვდეს, ხოლო სადაც თავისუფლება საერთოდ არ არის – ნულს.

ყველა ახალი ამბავი
0