საქართველოში სესხის აღება დოლარში გართულდა

© photo: Sputnik / Stringerდოლარები
დოლარები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უცხოურ ვალუტაში კრედიტების გაცემა კვლავ შეიზღუდა

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოს ბანკები 200 ათას ლარზე ნაკლები ოდენობის კრედიტებს დოლარში ფიზიკურ პირებზე აღარ გასცემენ.

შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ძალაში ოთხშაბათს შევიდა. აქამდე აკრძალვა 100 ათას ლარამდე ოდენობის თანხაზე მოქმედებდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარების შესყიდვას აგრძელებს >>

საქართველოში დოლარში სესხების გაცემაზე შეზღუდვები 2017 წლის იანვარში, დედოლარიზაციის პროგრამის ფარგლებში დაწესდა.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: ამ დროისთვის 4 მილიარდ ლარამდე სესხია განულებული

ცვლილებების დაწესებამდე სესხები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დაახლოებით თანაბარი მოცულობით გაიცემოდა, ხოლო 2018 წლის ნოემბრიდან სესხებმა უცხოურ ვალუტაში საერთო მოცულობის დაახლოებით ერთი მესამედი შეადგინა, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად.

რაც უფრო ნაკლებია უცხოური ვალუტა ქვეყნის ეკონომიკაში, მით სტაბილურია ეროვნული ვალუტის კურსი და არსებობს მეტი შანსი მისი გამყარებისთვის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0