ჩინური საავტომობილო კომპანია საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის

© photo: Government of Georgia / FB საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, წენგ ცინჰონგი
 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, წენგ ცინჰონგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ავტომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანია Guangzhou Automobile Group წლის ბოლომდე საქართველოში თავის წარმომადგენლობას გახსნის, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთში ქართული ჩაი, ზეითუნის ზეთი და ვისკი გაიყიდება >>

წარმომადგენლობის გახსნის შესახებ შეთანხმება მიღწეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, წენგ ცინჰონგის შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 1987 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის ლიდერებს აერთიანებს. ბახტაძე დავოსს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ეწვია.

ჩიფსები - Sputnik საქართველო
საქართველო ვაშლის ჩიფსების ექსპორტს ჩინეთში განახორციელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წენგ ცინჰონგს გააცნო მთავრობის ინიციატივა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ კომპანიები, რომლებიც თავიანთ რეგიონულ წარმომადგენლობებს საქართველოში გახსნიან.

მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ, კომპანია Guangzhou Automobile Group ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს შეისწავლის, რის შემდეგაც ინვესტიციის განხორციელებისა და ობიექტების მშენებლობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

საქართველოში შვედურ ელექტრომობილ UNITI ONE-ს ააწყობენ >>

Guangzhou Automobile Group - ავტომობილების მწარმოებელი ჩინური კომპანია, რომელიც ქალაქ გუანჯოუში მდებარეობს. ის ყიდის მსუბუქ ავტომობილებს სავაჭრო ნიშნით Trumpchi, მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს სავაჭრო ნიშნით Gonow, ჯიპებს (Changfeng Motor) და ავტობუსებს (GAC Bus). გარდა ამისა, კომპანია ერთობლივ საწარმოებში აწარმოებს ავტომობილებს - Fiat, Honda, Mitsubishi და Toyota.

ყველა ახალი ამბავი
0