საქართველოში ბენზინის მოწოდების მხრივ რუსეთი ლიდერობს

© photo: Sputnikნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ერთ წელიწადში მილიონ ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტები შემოიტანა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველომ 2018 წელს რუსეთიდან 292,2 ათასი ტონა ბენზინი შემოიტანა, რაც მთელი იმპორტის 26,6%-ს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

რუსეთი საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია 2018 წელს. მის შემდეგ მოდიან რუმინეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ბენზინი გაიაფდა - ფასების კლება წლის ბოლომდე გაგრძელდება

რუსეთმა ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც საქართველოში საწვავის მოწოდების მხრივ ბოლო რამდენიმე წელი ლიდერობდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტმა 2018 წელს 1 098,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 3,1%-ით მეტია.

სულ ბენზინის იმპორტმა გასულ წელს შეადგინა 542 ათასი ტონა, რაც, 2017 წელთან შედარებით, 1,7%-ით მეტია, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 556,9 ათასი ტონა, რაც 1,1%-ით ნაკლებია.

ბენზინის იმპორტის 70% 2018 წელს მოდის რეგულარის მარკის საწვავზე (А-91), 28,5% – პრემიუმზე (А-95), 1,4% – სუპერზე (А-98).

საქართველოში ბენზინი ტყვიის შემცველობაზე შეამოწმეს>>

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელში საშუალო ფასი ერთ ლიტრზე არის: ბენზინი სუპერი – 2,58-2,69 ლარი, პრემიუმი – 2,48-2,57 ლარი, რეგულარი – 2,35-2,49, ევრო დიზელი – 2,53-2,63 ლარი, დიზელი – 2,40-2,53 ლარი. მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი – 2,6 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0