საქართველოს კურორტებზე კიდევ ერთი ჩქაროსნული გზა გამოჩნდება

© photo: Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia / FBქობულეთის ახალი შემოვლითი გზა
ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის მშენებლობის 228-მილიონიანი პროექტის დასრულება ორ წელიწადში იგეგმება.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში იწყება გრიგოლეთი-ქობულეთის 14-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც შავი ზღვის ორი საკურორტო რეგიონის, აჭარისა და გურიის ტერიტორიებს დააკავშირებს ერთმანეთთან, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ავტობანი რიკოტის უღელტეხილის მახლობლად - Sputnik საქართველო
ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია შეასრულებს 

შესაბამის ხელშეკრულებას ორშაბათს ხელი მოაწერეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია „პოლატიოლი და მაპას" აღმასრულებელმა დირექტორმა ემრე პოლატმა. შემოვლითი გზა E70 ავტომაგისტრალის ნაწილი უნდა გახდეს. პროექტის ღირებულებაა 228 მილიონი ლარი. ახალი გზა დაუკავშირდება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს E60, რომელიც ცნობილია, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი.

„აღნიშნული პროექტი გააერთიანებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს შავი ზღვის საკურორტო ზონაში და 2020 წლისთვის სამტრედიიდან ჭოროხამდე ჯამში 110 კმ-მდე ახალი გზა საშუალებას მოგვცემს საკურორტო ზონების გვერდის ავლით ჩქაროსნული გზით ვიმგზავროთ, რაც ქვეყნისთვის და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია როგორც სატრანზიტო გადაზიდვების, ასევე ტურიზმის განვითარებისა და ტურისტულ ზონაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის", – ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის მონაცემებით, პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

პროექტს მთლიანად ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. გზის მშენებლობის დასრულება 24 თვეში იგეგმება.

 

ყველა ახალი ამბავი
0